ინსტრუქცია მასწავლებლისათვის

ამ გვერდზე თქვენ იპოვით ონლაინ კურსების შექმნის მოკლე სახელმძღვანელო რჩევებს. აქ საერთო თვისებებით განიხილება ძირითადი ფუნქციები და გადაწყვეტილებები, რომლებიც თქვენ გაგხდით ვალდებულს მიიღოთ ისინი კურსზე მუშაობის დროს.

დოკუმენტების დანაყოფები:

  1. მუშაობის დაწყებისათვის
  2. კურსების მომართვა
  3. ფაილების გადმოტვირთვა
  4. შემოქმედების შესაძლო სახეების დაგეგმვა
  5. მუშაობა კურსზე
  6. დამატებითი ინფორმაცია

მანამ მუშაობას დავიწყებთ

ეს დოკუმენტი გთავაზობს, რომ თქვენმა ადმინისტრატორმა მომართოს სისტემა და მოგაწოდოთ თქვენ ახალი კურსი, რომელზეც თქვენ უნდა დაიწყოთ მუშაობა. ასევე გთავაზობთ, რომ თქვენ შეხვიდეთ კურსის სისტემაში, ინსტრუქტორის სააღრიცხვო ჩანაწერის გამოყენებით.

ქვემოთ მოყვანილია სამი ძირითადი რეკომენდაცია, რომლებიც დაგეხმარებიან მუშაობის დაწყებაში:

1. ნუ შეუშინდებით ექსპერიმენტს:

თამამად შეისწავლეთ და შეცვალეთ სხვადასხვა პარამეტრები. ნაკლებად დასაჯერებელია, რომ თქვენ ამ კურსზე რამეს გააფუჭებთ. და თუ ეს მაინც მოხდა, როგორც წესია ყველაფერი ადვილად შეიძლება აღდგეს.

2. ყურადღება გაამახვილეთ და გამოიყენეთ შემდეგი ნიშნები:

- რედაქტირების ეს ნიშანი თქვენ მოგცემთ შესაძლებლობას შეცვალოთ ყველაფერი, რასაც თქვენ საჭიროდ ჩათვლით;

- დახმარების ეს ნიშანი თქვენ მოგცემთ შესაძლებლობას მიწვდეთ და გამოიყენოთ ამოტივტივებული მოკარნახე დახმარებები;

3. გამოიყენეთ ნავიგაციური პანელი, განლაგებული ყოველი გვერდის ზედა მხარეს.

ის თქვენ შეგახსენებთ, თუ სად იმყოფებით და ყოველთვის დაგეხმარებათ ორიენტაციაში.

 

კურსების აწყობა

პირველი, რაც თქვენ უნდა გააკეთოთ, ის არის რომ ადმინისტრირებისთვის უნდა შეხვიდეთ საკუთარი კურსის საშინაო გვერდზე და დააწვეთ ნიშნულზე “აწყობა”. (შეამჩნევთ, რომ ეს გზავნილი ერთობლიობაში ადმინისტრირების მთელი განყოფილებაა. იგი მისაწვდომია მხოლოდ თქვენთვის და საიტის ადმინისტრატორისთვის. სტუდენტებს ამ გზავნილების ნახვაც კი არ შეუძლიათ.)

აწყობის გვერდზე თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი გვერდის რამდენიმე პარამეტრი, გაუკეთოთ რანჟირება მათ სახელსა და დროს მათი ძალაში შესვლისთანავე. ჩვენ ეხლა არ გავჩერდებით მათზე დაწვრილებით, იმიტომ რომ ყველა ამწყობს აქვს დეტალურად განმარტებული დახმარების ნიშნები. მაგრამ მაინც ღირს ყველაზე ძირითადი ამწყობის განხილვა - კურსის ფორმატი.

კურსის ფორმატი შაბლონის მსგავსად განმარტავს თქვენი კურსის ძირითად სქემას. 1.0 სისტემის ვერსია ფლობს სამ ფორმატს, რომლებიც მომავალში ისინი გაცილებით მეტნი გახდებიან.

ქვემოთ მოყვანილია კურსის ნიმუშები, სამი სახის სკრინშოტი, თითოეული განცალკევებული ფორმატიდან (არ მიაქციოთ ყურადღება ფერთა სხვაობას - ისინი დაყენდება ადმინისტრატორის მიერ შეხედულებისამებრ, ინდივიდუალურად ყველა საიტისათვის):

ყოველკვირეული:

თემატური:

სოციალური:

შეამჩნევთ, რომ ყოველკვირეული და თემატური ფორმატები ძალიან მსგავსები არიან სტრუქტურით. ძირითადი სხვაობა მდგომარეობს იმაში, რომ ყოველი ბლოკი ყოველკვირეულ ფორმატში იკავებს ზუსტად ერთ კვირას, იმ დროს როცა თემატურ ფორმატში ერთ ბლოკს შეუძლია დაიკავოს ყველაფერი, რასაც თქვენ მოისურვებთ.

უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად გამოიყენეთ დახმარებების ნიშნულები კურსების აწყობის გვერდზე.

 

ფაილების გადმოტვირთვა

შესაძლოა თქვენ მოისურვოთ კურსში დამატებითი მასალების დაამატება, მაგალითად ვებ-გვერდი, აუდიო და ვიდეო ფაილები, ტექსტური დოკუმენტი ან ფლეშ-ანიმაცია. ნებისმიერი არსებული ფაილი შეიძლება დაიტვირთოს თქვენ კურში და შენახულ იქნას სერვერზე. მანამ თქვენი ფაილი ინახება სერვერზე, თქვენ შეგიძლიათ გადაადგილოთ, შეცვალოთ მისი სახელი, გაუკეთოთ რედაქტირება ან წაშალოთ ისინი.

ყველაფერ ამის გაკეთება შეიძლება ფაილების გზავნილების გამოყენებით ადმინისტრირების მენიუში. განყოფილება “ფაილები” გამოიყურება შემდეგი სახით:

ეს ინტერფეისი მისაწვდომია მხოლოდ ინსტრუქტორებისათვის. მოგვიანებით ცალკეული ფაილები მისაწვდომი გახდებიან სტუდენტებისათვისაც (როგორც „რესურსები“, იხილეთ შემდეგი განყოფილება).

სკრინშოტზე ნაჩვენებია, რომ ფაილები განლაგებულნი არიან ქვედირექტორიების გვერდით. თქვენ შეგიძლიათ შექმნათ ნებისმიერი რაოდენობის ქვედირექტორიები საკუთარი ფაილების ორგანიზებისათვის და გადაიყვანოთ ისინი ერთიდან სხვა ქვედირექტორიაში.

ვებ-ინტერფეისის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ ჩატვართოთ არა უმეტეს ერთი ფაილისა ერთ ჯერზე. თუ თქვენ გინდათ ჩატვირთოთ რამდენიმე ფაილი ერთ ჯერზე (მაგალითისთვის მთელი ვებ-გვერდი), ბევრად ადვილი გამოსაყენებელია ზიპ-პროგრამა. ამისათვის უნდა შეკუმშოთ ისინი ერთ ფაილად, მოხდეს ზიპ-ფაილის ჩატვირთვა, ხოლო შემდეგ დაარქივდეს იგი სერვერზე (ზიპ-არქივის გვერდით თქვენ დაინახავთ unzip გზავნილს).

იმისათვის რომ დავინახოთ ჩატვირთული ფაილი, მაუსით უნდა დავაწვეთ ფაილის სახელს. თქვენი ვებ-ბრაუზერი იზრუნებს როგორც ამის გამოსახულებაზე, ასევე მის ჩატვირთვაზე თქვენს კომპიუტერში.

HTML და ტექსტური ფაილები შეიძლება იქნას რედაქტირებულნი პირდაპირ ონლაინ რეჟიმში, დანარჩენი ტიპის ფაილების რედაქტირება თქვენ შეგიძლიათ მხოლოდ თქვენს ლოკალურ კომპიუტერზე, ხოლო შემდეგ მათი ხელახლა ჩატვირთვა. თუკი არსებულ ფაილს უკვე აქვს მსგავსი სახელი, როგორიც თქვენს ჩატვირთულ ფაილს, მაშინ ის ავტომატურად გადაეწერება არსებულს.

 

პრაქტიკული მეცადინეობების დაგეგმვა

კურსის შედგენა მოიცავს პრაქტიკული მეცადინეობების მოდულების დამატებას ძირითად გვერდზე, იმ წესით რომლითაც სტუდენტები შეასრულებენ მას. თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს შეცვალოთ ეს წესრიგი.

იმისათვის რომ ჩართოთ რედაქტირება, უნდა დააწვეთ “რედაქტირების” მაჩვენებელს. ეს გადამრთველი ასახავს ან ფარავს დამატებით ელემენტებს, რომლებიც ნებას მოგცემენ თქვენ მართოთ კურსის მთავარი გვერდი. მიაქციეთ ყურადღება, რომ პირველ სკრინშოტზე, განლაგებულს გვერდის ზედა მხარეს, ჩართულია მართვის დამატებითი ელემენტები.

იმისათვის რომ დაემატოს ახალი პრაქტიკული მეცადინეობა, უბრალოდ უნდა გადახვიდეთ იმ თემის ან კვირის განყოფილებაზე, სადაც თქვენ გინდათ მისი დამატება, და ამოარჩიეთ მეცადინეობების ტიპები ამოტივტივებული მენიუდან. ქვემოთ მოყვანილია Moodle 1.0 სისტემის სტანდარტული პრაქტიკული მეცადინეობების მოკლე განხილვა.

დავალება

თქვენ აძლევთ დავალებას, მისი ჩაბარების ვადას და მაქსიმალური შეფასების დადგენის შესაძლებელ პირობებს. სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა ჩატვირთონ ერთი ფაილი, იმისათვის რომ შეასრულონ მოთხოვნები. ფიქსირდება ფაილის ჩატვირთვის თარიღი. მოგვიანებით თქვენ წინ გამოჩნდება გვერდი, რომელზეც თქვენ შეძლებთ ყველა ფაილისა და მათი ჩატვირთვის თარიღის ნახვას, შედეგ კი შეფასებას და კომენტარების ჩაწერას. შეფასების დასმიდან ნახევარი საათის შემდეგ, სისტემა ავტომატურად გაუგზავნის სტუდენტს უწყებას ელექტრონული ფოსტით.

არჩევანი

ძალზედ ადვილია პრაქტიკული მეცადინეობის არჩევა: თქვენ დასვავთ კითხვას და ჩამოაყალიბებთ პასუხების ვარიანტებს. სტუდენტებს შეუძლიათ არჩევა, ხოლო თქვენს წინ წარმოდგება შედეგების ნუსხა. არჩევანი შეიძლება გამოიყენოთ იმისათვის რომ მიიღოთ სტუდენტების თანხმობა გამოკვლევებზე, ასევე კენჭისყრის ჩატარებაზე.

ფორუმი

ეს მოდული გაცილებით მნიშვნელოვანია - აქ მიმდინარეობს თემის განხილვა. ახალი ფორუმის დამატებით თქვენ გექნებათ შესაძლებლობა ამოირჩიოთ ის რამდენიმე ტიპიდან: ერთი თემის განსახილველი ჩვეულებრივი ფორუმი, მისაწვდომი ყველა ფორუმის ერთიანობისათვის, ან ერთი ხაზით განხილვის ფორუმის ყველა მომხმარებლისათვის.

ჟურნალი

ყველა ჟურნალი წარმოადგენს ჩანაწერს კურსის საერთო ჟურნალში. ყველა ჟურნალისათვის თქვენ შეძლებთ ღია შეკითხვის დასმას, რომელიც მისცემს მიმართულებას იმას, თუ რაზე უნდა დაწერონ სტუდენტებმა. ასევე შეიძლება ფანჯრის ჩაყენება, რომელშიც აისახება ჟურნალის გახსნის დრო (ეს ფუნქცია მიღწევადია მხოლოდ ყოველკვირეულ ფორმატში). გაათავისუფლეთ სტუდენტები იმ მხრივ რომ მათ გადმოსცენ საკუთარი აზრები და კრიტიკა ჟურნალებში, ისე როგორც იქნება მისაწვდომი თქვენთვის და ასევე მათთვისაც. საბოლოოდ თქვენ შეძლებთ შეფასებას და კომენტირების მოცემული დღის ყველა ჩანაწერისას, ან მოცემულ თემაზე. სტუდენტები ავტომატურად მიიღებენ შეტყობინებებს ელექტრონული ფოსტით, დასმულს თქვენი შეხედულებების მათთვის გასაცნობათ.

რესურსები

რესურსი - ეს არის თქვენი კურსის შემადგენლობა. რესურსად შეიძლება წარმოგვიდგეს ნებისმიერი თქვენს მიერ გადმოტვირთული ფაილი ან URL. ასევე თქვენ შეგიძლიათ ჩვეულებრივი გვერდის ტექსტის მხარდაჭერა, რომელიც შეიძლება აიკრიფოს უშუალოდ პირდაპირ ფორმატში.

ტექსტი

ეს მოდული შეგაძლებინებთ თქვენ ტექსტების დამუშავებას და შედგენას, კითხვები რომელთაც თავაზობენ რამდენიმე პასუხის ვარიანტს, პასუხები “სწორია-მცდარია”, ან მოკლე პასუხები. კითხვები შეიცავენ მონაცემების ბაზის სტრუქტურის და შეიძლება მათი განმეორებითი გამოყენების შესაძლებლობებს ერთ ან რამდენიმე კურსებში. ტექსტის მიმდინარეობისას შესაძლებელია ცვლილებების განხორციელება. ყოველი ცვლილების მცდელობა ავტომატურად ფიქსირდება, ინსტრუქტორს შეუძლია საკუთარი შეფასება მისცეს ან აჩვენოს სწორი პასუხები ტექსტზე. ეს მოდული შეიცავს ინსტრუმენტებს შეფასებების დასასმელად.

გამოკითხვები

გამოკითხვების მოდული უზრუნველყოფს გამოკითხვების ჩასატარებელ რამდენიმე ხელსაწყოს, რომლებიც შეიძლება იყვნენ სასარგებლონი კლასის ასათვისებლად და შესაფასებლად. მოცემულ მომენტში ისინი ჩართავენ COLLES და ATTLS. გამოკითხვა სტუდენტებს შორის შეიძლება მიმდინარეობდეს, ურსის დაწყებისას დიაგნოსტიკური ხარისხის პირობებში ან კურსის დამთავრებსას შესაფასებლად (კიდევ ერთი ვარიანტი - გამოკითხვის ჩატარება კვირაში ერთხელ). მას შემდეგ, რაც თქვენ დაამატებთ პრაქტიკულ მეცადინეობებს, შესაძლებელი ხდება მათი გადაადგილება კურსის გეგმაში. ეს მოხდება ყოველი მეცადინეობის პირდაპირ განლაგებულ არც თუ დიდ ისრებზე ( ) თაგვის დაწკაპუნების შედეგად. ასევე შესაძლებელია მათი გაუქმება, შემდეგი ნიშნის ( ) გამოყენებით, ხოლო რედაქტირების ნიშნულის ( ) გამოყენებით მისი რედაქტირება.

 

მუშაობა კურსებთან

იმაზე თუ როგორ ვიმუშაოთ კურსზე, შეიძლება მთელი დისერტაცია დავწეროთ, მაგრამ ჩვენ შემოვიფარგლებით რამდენიმე რჩევით:

    1. დარეგისტრირდით ყველა ფორუმზე;
    2. გააფართოეთ სტუდენტების მიერ მომხმარებელთა პროფილების შევსება (ფოტოგრაფიის დამატებით): ეს უზრუნველყოფს მომავალი სამუშაოების კონტექსტს;
    3. გააკეთეთ საკუთარი შენიშვნები “მასწავლებლების ფორუმზე”. ეს განსაკუთრებით სასარგებლოა, როცა მუშაობს რამდენიმე ინსტრუქტორი;
    4. გამოიყენეთ გზავნილი "ჩანაწერი", რათა მიიღოთ ნებართვა სრულად დაუმთავრებელ ჩანაწერებზე. იქ თქვენ იპოვით გზავნილს ამოტივტივებულ ფანჯარაში, რომელიც აღდგება ყოველ 60 წამში და გვიჩვენებს აქტიურობას ბოლო ნახევარი საათის განმავლობაში. სასარგებლოა გეჭიროთ გზავნილი ღიად თქვენს სამუშაო მაგიდაზე მთელი დღე, იმისათვის რომ იცოდეთ ყველაფერი, რაც კურსზე ხდება.
    5. გამოიყენეთ “შემოქმედითი ანგარიში” (ყველა ადამიანის ჩამონათვალში ან ყველა მომხმარებელის გვერდის პროფილში ყოველი სახელის პირდაპირ). ეს არის დაკვირვების ბრწყინვალე შესაძლებლობა, თუ რა შემოქმედებით არის დაკავებული კონკრეტული ადამიანი კურსის განმავლობაში.
    6. დროულად უნდა უპასუხოთ სტუდენტებს. ის რისი გაკეთებაც შეიძლება ეხლა, ნუ გადადებთ შემდეგისათვის. ეს არა იმიტომ რომ შემდეგში ვეღარ გაუმკლავდებით დაგროვებულ შეტყობინებებს, არამედ იმიტომ რომ ეს არის მეთოდი თქვენს კურსზე ურთიერთობათა თვისებების შექმნისა და მხარდაჭერისა.

 

დამატებითი ინფორმაცია

თუ თქვენ შეგექმნებათ რაიმე პრობლემა თქვენსავე საიტთან მიმართებაში, მიმართეთ თქვენს ადმინისტრატორს.

თუ თქვენ დაგებადათ სისტემის გაუმჯობესების იდეა ან უბრალოდ კარგი ისტორიები, მოინახულეთ moodle.org და შეუერთდით კურსს სახელწოდებით "Using Mmoodle". ჩვენ მოხარულნი ვიქნებით, თუკი თქვენ მხარს დაუჭერთ ჩვენთან კავშირს და დაგვეხმარებით სისტემის სრულფასოვნად ჩამოყალიბებაში.

თუკი თქვენ გამოთქვავთ სურვილს მიიღოთ მონაწილეობა ახალი მოდულის დამუშავებაში ან დოკუმენტების შედგენაში, დაუკავშირდით Martin Dougiamas ან საიტ http://moodle.org/bugs .

მადლობა სისტემის გამოყენებისათვის.

წარმატებებს გისურვებთ!


Moodle Documentation

Version: $Id: teacher.html